საზოგადოება
„მოდერნა"- COVID-19-ის ვაქცინამ 95-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა
2020-11-16 17:53:02
კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკულ კომპანია Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანიამ ვაქცინაცია 30 000-ზე მეტ ადამიანს 2-ჯერ ჩაუტარდა და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია.
„ახალი პრეპარატის შედეგები გასაოცარია, ეს ნამდვილად დიდებული დღეა“, - განაცხადა Moderna-ს დირექტორმა ტალ ზაკსმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით დადასტურებული არაა თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინის ეფექტურობა აცრის შემდეგ, რის გამოც დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა ასევე განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.
კომენტარები