საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა
2020-11-13 11:03:31
"ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 37 გარდაცვლილიდან 13 თბილისში მკურნალობდა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 636 გარდაცვალების შემთხვევა”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმ
კომენტარები