საზოგადოება
საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა
2020-11-11 23:33:05
დღეს, 11 ნოემბერს დაახლოებით, 19:00 საათზე აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
„მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა.
ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.
ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები