საზოგადოება
დავიცვათ ხმა, მზად ვარ არჩევნებზე ნებისმიერი ორგანიზაციისა და პარტიის დამკვირვებელი ვიყო — გაფრინდაშვილი
2020-11-11 09:24:16
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მეორე ტურში ხმების დაცვის მიზნით მოსახლეობას არჩევნებზე დამკვირვებლობას სთავაზობს. მისივე თქმით, მეორე ტურის სახით მოსახლეობას კარგი შანსი ეძლევა, საკუთარი ხმა დააფიქსირონ.
როგორც მან TV პირველის ეთერში განაცხადა, მთავრობა აღარ შეეცდება შედეგების გაყალბებას, რადგან ოპოზიცია არ აპირებს, მონაწილეობას.
“მივიდეთ არჩევნებზე მივცეთ ხმა იმას, ვინც ჩვენ გვინდა და დავიცვათ ჩვენი ხმა. როგორ დავიცვათ? მე თანახმა ვარ, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი პარტიის დამკვირვებელი ვიყო”, — განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
კომენტარები