1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გორში ჯერ მანქანა, შემდეგ კი ამავე მანქანით სწრაფი გადახდის აპარატი გაიტაცეს

რიმინალური შემთხვევა გორში - ქალაქის ცენტრში რამდენიმე პირმა ავტომობილი გაიტაცა, მოგვიანებით კი ამავე მანქანით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი 90-იანების შემდეგ არ ახსოვთ. 

"ამ ავტომობილით ჩაიდინეს კიდევ ერთი დანაშაული და გაიტაცეს Pay აპარატი, ეს არის მართლა დაუჯერებელი ფაქტი, ძალიან დიდი ხანია მსგავსი რამ არ მომხდარა, ქალაქის ცენტრში მითუმეტეს, კრიმინალი არის წახალისებული", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ანა ბელიაშვილი.

მისი აზრით, ისეთი შთაბეჭდილება ექმნებათ, რომ ხელისუფლება კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან არჩევენბის შემდეგ "ვალშია". 

ჩვენი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში არსებული სავაჭრო ობიექტებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. სავარაუდოდ, ქურდები არასრულწლოვნები იყვნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები