სოც. მედია
„არასოდეს არ დამტოვო, სულ ჩემთან იყავი“ – მე-20 სართულიდან გადმოვარდნილი მსახიობის მეუღლე ქმართან მიმოწერას აქვეყნებს
2020-09-02 12:54:14
11 აგვისტოს ბათუმში “ორბი თაუერსის” საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადმოვარდნილი მსახიობის, ლაშა კუხიანიძის ახლადშერთული ცოლი, მარიამ ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში ლაშას ფოტოებსა და ნაწერებს აქვეყნებს.
“ძალიან, ძალიან შორიდან… არ ვიცი საიდან… მაგრამ ზუსტად ვიცი! იქედანაც კი ახერხებ იმას, რომ მე ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერი გავხადო. ყოველ დღე უფრო მიყვარდები… ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ.
ყოველთვის ერთად ვიქნებით ჩვენ. მჯერა. გელოდები…” – წერს მარიამი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე.
მსახიობი 26 აგვისტოს 26 წლის გახდებოდა.
კომენტარები