1 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთ სიახლეს ვასაჯაროებ – სადაც ის სასტიკად სცემეს…”

presa.ge-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამას წინათ ექსკლუზიურად გავახმოვანე რომ იმ ადგილას, სადაც გამოძიების ვერსიით გიორგი შაქარაშვილმა ჩაირბინა, სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა კვალი ვერ აიღო.

ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა მოკლულის ოჯახის ადვოკატის განცხადებით.

ახლა ვასაჯაროვებ კიდევ ერთ სიახლეს: პოლიციას სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი არ მიუყვანია იმ ადგილებში, სადაც სინამდვილეში შაქარა ასე სასტიკად სცემეს და შემდეგ, დიდი ალბათობით, წყალში გადააგდეს.

აქედანაც ჩანს რომ შსს-ს მხრიდან ეს იყო მძიმე დანაშაულის მიზანმიმართული გაყალბება მტკიცებულებების განადგურებით, რაც მოხდა კიდევაც მოგვიანებით – შემთხვევის ადგილის გადაწვით.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები