შოუბიზნესი
“ზურასგან მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ, არ ვიცი, ვეცოდები, თუ…”
2020-06-19 10:26:41
ხათუნა ჟორდანიამ გადაცემა “პროფილში” მეუღლის, ზურა ხაჩიძის დამოკიდებულებაზე და მის ავადმყოფობაზე ისაუბრა:
“ჩემი ავადმყოფობით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში და ზურასგან მოზღვავებულ სიყვარულს ვგძრნობ. არ ვიცი ვეცოდები, თუ… თუმცა ეს ყველაფერი ძალიან გულწრფელია.
ამ ეტაპზე მკურნალობის პირველი კურსი დაასრულა და შედეგი კარგი აქვს.
ყველაზე მძიმე ქიმიათერაპიის შემდეგ მდგომარეობაა. ახლა მაქვს დაახლოებით ორი თვეა ასეთი პერიოდი, ვარ ცუდად, პერიოდულად ვხვდები საავადმყოფოში, სადაც მიკეთებენ გადასხმებს რომ მომაძლიერონ. მიჭირს სიარული. თუმცა ეს ყველაფერი არის გასავლელი და გავივლი აუცილებლად. მომწონს კიდეც რომ ხელის გულზე მატარებენ. ერთადერთი, რისაც მთელი ცხოვრება მეშინოდა, ეს დაავადებაა… მამაჩემმა იცოდა, ეს ისეთია მამალი მგლის არ ეშინიაო, არაფრის შემშინებია, ამის გარდა. სულ მქონდა ტვინში, რომ მე ეს არასოდეს დამემართება.
უმძიმესია ეს ეტაპი. პერიოდულად ყურები ჩამოყრილი მაქვს ხოლმე, მაგრამ სიკვდილზე არასდროს ვფიქრობ, ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ დიდხანს ვიცოცხლებ”
კომენტარები