მსოფლიო
ვინ არის და სად დააკავეს საქართველოს მოქალაქე რომელსაც რომელსაც €12,5 მილიონი აღმოაჩნდა
2020-06-09 10:51:22
ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში დაკავებულია ქართველი მამაკაცი , რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა. დაკავებული თანხის წარმომავლობას არ ასახელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ის პირველ მაისს დააკავეს, როდესაც სამართალდამცველებმა ეინდჰოვენის ერთ-ერთ სახლში 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩინეს. დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება. ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ფულის სათვლელი აპარატი.
კომენტარები