მსოფლიო
"პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე..." - რა მდგომარეობაშია ქართველი ლუი ანდერსონი ინსულტის გადატანის შემდეგ
2020-06-08 17:06:22
ცნობილი გახდა, რომ ნიკუშა ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აწუხებდა. ბავშვს თირკმლების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინეს. მერე იყო ურთულესი გზა სიცოცხლის გადასარჩენად. წლების წინ ერთი თირკმელი ბებიამ, დედის დედამ, გადაუნერგა ნიკუშას.
"ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი გულშემატკივრობისთვის და პატივისცემისთვის! ამ ეტაპზე რა პრობლემაც არის ვუძღვებით ამას და საზოგადოებისგან ფინანსური დახმარების საჭიროება არ გვაქვს. ნიკუშას არაუშავს, სახლში უკეთესად გრძნობს თავს.
ნიკუშას სტაბილურად სჭირდება რეაბილიტაცია. პარალიზებული აქვს მარცხენა მხარეს კიდურები. ახლა ფრენები არ არის, მისი მოძრაობაც არ შეიძლება, თუმცა, ვარკვევთ უცხოეთში სად შეიძლება იყოს ისეთი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ნიკუშას მიღებას შეძლებენ, იქნებ წავიყვანოთ და ვუმკურნალოთ...
ამ ეტაპზე საავადმყოფოში დაწვენა საჭირო არ არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რთულია, წინასწარ განსაზღვრო როდის რა დასჭირდება. დიდი მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისთვის და ნიკუშას მოკითხვისთვის" - ამბობს ზურაბ ჭიჭიკოშვილი.
კომენტარები