1 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნარკოდანაშაულისთვის "ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსი დააკავეს

"ქართული ოცნების" წევრი დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებითაა დაკავებული.

ოზურგეთის მერიის თანამშრომლისა და სამხედრო გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გიორგი თავართქილაძის დასაკვებლად სპეცოპერაცია ქალაქის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე ჩატარდა. დაკავებისას მას დიდი ოდნებით ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს.

გიორგი თავართქილაძე, მმართველი პარტიის ოზურგეთის საარჩევნო შტაბის უფროსიცაა. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.  

თავართქილაძის სამსახურში მომხდარის დეტალები არ იციან, მათთვის თანამშრომლის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა მათ მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

გიორგი თავართქილაძე არის გაწვევის განყოფილების თანამშრომლები, ამ დილით გავიგე. დავრეკე მის ნომერზე, მაგრამ არ მიპასუხა - ამბობს თავართქილაძის თანამშრომელი 

შსს-მ გამოძიება 260-ზე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-რეალიზაციის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები