სოც. მედია
“საერთოდ გაგვაქრეს ამ არხის ფურცლებიდან ადამიანებმა, რომლებსაც რუსთავი2-ისთვის ზიანის მეტი არაფერი გაუკეთებიათ !!“
2020-06-01 16:07:07
ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი "რ-2"-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
"ეს ნამდვილად არ არის "სენტიმენტების" პოსტი! ამაყი ვარ, რომ "რუსთავი2", ჩემს სახელსაც უკავირდება! რომ ჩემი ცხოვრების (და არა სამსახურის) 14 წელი აქ გავატარე, ბევრი წარმატებით, ბევრი შცდომით, მაგრამ ჩვენ-ც დავწერეთ ამ არხის ისტორია! სამწუხაროა, რომ მეც, ისევე, როგორც ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა, ვინც ამ ისტორიას ვწერდით, სერთოდ გაგვაქრეს ამ არხის ფურცლებიდან ადამიანებმა, რომლებსაც რუსთავი2-ისთვის ზიანის მეტი არაფერი გაუკეთებიათ !! არა უშავს, ეს არხი ხომ ყოველთვის იმას ირეკლავს, რაც ქვეყანაში ხდება, ჰოდა ალბათ ქვეყანაშიც ეს ხდება) მაინც ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო კოლეგებო და მეგობრებო "
კომენტარები