1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“მოკლულის ნათესავებს დაურეკა და უთხრა, შური ვიძიეო”- რატომ მოკლეს ჩოხატაურში 26 წლის ბიჭი(დეტალები)

 მკვლელობა ჩოხატაურში - ერთ-ერთი ვერსიით, 26 წლის მამაკაცი ვალის გამო მოკლეს. სანადირო თოფიდან ორი გასროლის შემდეგ, მკვლელმა მსხვერპლის ნათესავებს დაურეკა და უთხრა, რომ შური იძია. მოკლული თბილისში ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია.

  დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა რომ გარდაცვლილი 26 წლის ავთო კალანდაძეა. ის თბილისში მუშაობდა, თუმცა კორონავირუსის გამო უკვე თვენახევარია საკუთარ სოფელში იყო წასული და იქ ცხოვრობდა. მეზობლები და ახლობლები მოკლულ ახალგაზრდას უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია: "უაღრესად განათლებული, ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, მღეროდა, ცეკვავდა, დეკლამატორი არაჩვეულებრივი, უგანათლებულესი პიროვნებაა, კავკასიის უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა. არ ეწეოდა, არ სვამდა, ცუდს არაფერს აკეთებდა,"- აცხადებს გარდაცვლილის მამიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები