0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული - მისი მდგომარეობა მძიმეა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორია მისი მდგომარეობა, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი ესაუბრა.

– ზურა ოთხი დღის წინ გადაიყვანეს კლინიკაში, ჯერ ოპერაციაზე არაა საუბარი, აპარატზეა შეერთებული. პირველად ფილტვების პრობლემით 9 თვის წინ მოათავსეს კლინიკაში, ჯერ სიმსივნეს ვარაუდობდნენ, შემდეგ ფილტვის ტუბერკულოზს და უჟანგბადობას სისხლში.

უცნაურია ისეთ ქვეყანაში – ისრაელში, სადაც ძალიან განვითარებულია მედიცინა დიაგნოზი აქამდე რომ ვერ დაუსვეს.

როცა გავიგე ავად იყო, მეგობართან ერთად ჩავედი ისრაელში, გვითხრეს რომ სიმსივნე არ ჰქონდა.

აქ რომ იყოს კარგად იქნებოდა, მაგრამ ახლა ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ მის გადასარჩენად. ძალიან გვიდგას გვერდით ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

საქართველოში გულის შუნტირება გაიკეთა. ძლიერი გული აქვს, ყველაფერზე ნერვიულობს, მაგრამ იქ გულის პრობლემა არ შექმნია.

პენსიაც დაუნიშნეს ისრაელში, ოჯახიც იქ ყავს, მეგობრებიც, კონცერტებიც აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი ავადმყოფობაა თბილისის გარეშე ცხოვრება.

ოჯახის წევრებიც წაიყვანა ისრაელში. ბებიამისი ებრაელი იყო და მოქალაქეები გახდნენ.

ზურა აქედან აიბარგა, აიძულა თავისი თავი საქართველოდან წასულიყო. როცა აქ გართულდა რაღაცეები ჩვენც ვეღარ დავეხმარეთ.

ბინის პრობლემა ჰქონდა, საკუთარი თავისთვის მძიმე ნაბიჯი გადადგა და მგონია უჭირს უცხო ქვეყანაში ყოფნა, ამიტომაც იჩინა თავი დაავადებამ.

– რატომ დაუნიშნეს პენსია?

– როცა ჩავიდა უკვე შუნტირება ჰქონდა გაკეთებული, მერე კი ფილტვების პრობლემა გაუჩნდა და ამიტომაც დაუნიშნეს პენსია.

ჩვენ ველაპარაკეთ ექიმებს, გუშინწინ ისევ სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი. მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ისრაელის მედიცინას, მაგრამ ერთი წლის მანძილზე კაცს დიაგნოზი რომ ვერ დაუსვეს იმიტომ მივიდა ალბათ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები