მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირება 1 689 სამხედროს დაუდგინდა
2020-05-11 22:08:02
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირება 1 689 სამხედროსა და სამხედრო სასწავლებლების 1 224 კურსანტს დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში მასშტაბური ტესტირების შედეგად, რომელიც მარტიდან 11 მაისის პერიოდში ჩატარდა, კორონავირუსით ინფიცირების 1 689 შემთხვევა დადასტურდა“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამხედროები ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. მაღგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები