2 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დავით ცინარიძეს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ნათქვამი იყო მხოლოდ: „ყოფას გიტირებ“, იარაღი კი შემთხვევით გაუვარდა - ადვოკტი

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი აცხადებს, რომ ბრალდებულს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„პროკურატურის მიერ გადმოცემული საქმის მასალებით, დავით ცინარიძის მხრიდან მის მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება. სიტყვიერი შეკამათება იყო, რასაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის არანაირი შემადგენლობა არ აქვს. სიცოცხლის ხელყოფით მუქარა აბსოლუტური ტყუილია - „ყოფას გიტირებ“ იყო ნათქვამი. წინმსწრებით არ მინდა ის ინფორმაცია გავცე, რისი გავრცელების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ საზოგადოება მალე ნახავს, რომ დავით ცინარიძე ამ ბრალდებაში აბსოლუტურად გამართლდება. დათოს იარაღი შემთხვევით რომ გაუვარდა, ამას თვით მისი მეუღლეც ადასტურებს და პროკურატურას ეს ინფორმაცია საიდან მოაქვს, ჩემთვის გაურკვეველია. ნასვამი იყო, ამას თავადაც ადასტურებს, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული მეგობრის დაბადების დღეზე“, - განაცხადა ხვისტანმა.

მისივე განმარტებით, სამართალდამცავებისთვის დავით ცინარიძეს არ მიუმართავს.

„პოლიციისთვის ბრალდებულს არ მიუმართავს, თუმცა, ის საქმის კურსში იყო, რომ პოლიციაში ირეკებოდა. სასამართლოს ობიექტურად რომ შეეფასებინა მდგომარეობა, თავიდანვე გამორიცხავდა ამ დანაშაულის შემადგენლობას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალიან გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვართ, თუმცა წინასწარ დიდი მოლოდინი არ გვქონია, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, განა იმიტომ, რომ დათოს მიმართ ვინმეს პოლიტიკური ინტერესი აქვს, უბრალოდ, ამ თემის ანგაჟირება ისე მოხდა, რომ ვიფიქრეთ, მოსამართლე სწორი გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაბედავდა. მოსამართლემ საზოგადოებრივ ინტერესს ვერ გაუძლო. აღკვეთის ღონისძიების დასჯის მიზნით გამოყენება დაუშვებელია, მას იმ მიზნით იყენებენ, რომ ბრალდებულმა ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს, არ მიიმალოს და მტკიცებულებები არ გაანადგუროს. შემთხვევას ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს, რომელიც ორჯერ არის დაკითხული, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და მასრა. სასამართლოს დავით ცინარიძისთვის ყველა უფლების აღკვეთა შევთავაზეთ, მათ შორის, სახლიდან გამოსვლა გარდაუვალი საჭიროების გარდა, ასევე ცოლთან მიახლოების უფლების აკრძალვა, ასევე, პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევა, თუმცა მოსამართლემ მაინც პატიმრობა გამოიყენა, არადა, ნაკლებად მძიმე დანაშაულია ჩადენილი. მოსამართლემ ის დამნაშავედაც რომ სცნოს, იმის ალბათობა, რომ მის მიმართ საპატიმრო სასჯელი შეიძლება გამოიყენოს, მიზერულია. დამნაშავედ როგორ უნდა სცნონ, როცა საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები მოიპოვება?“, - განაცხადა ხვისტანმა.

მისივე განმარტებით, დავით ცინარიძესა და მის მეუღლეს შორის უთანხმოება ელემენტარულ საკითხზე მოხდა. ადვოკატის თქმითვე, მეუღლეებს შორის შეკამათებას ცინარიძის გერიც შეესწრო, რომელიც ორჯერაა გამოკითხული. 

„მოწმე ცინარიძის გერია, რომელიც აბსოლუტურად ობიექტურ ინფორმაციას იძლევა და ამ ინფორმაციიდანაც ირკვევა, რომ მეუღლეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, როგორც ამას ბრალდების მხარე აცხადებს, რომ თვეები გრძელდებოდა, ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი იმდენად უმნიშვნელო რაღაცის გამო მოხდა, რაც ნებისმიერ ოჯახში შეიძლება მილიონჯერ მოხდეს. მე არ ვამბობ, რომ მეუღლეებს შორის დავა სასურველია, მაგრამ ყველა დავა, ელემენტარული შეკამათება სისხლისამართლებრივი კვალიფიკაციით რომ შევაფასოთ, ჩავთვალოთ, რომ ქუჩაში ყველა პოტენციური დამნაშავე დავდივართ“, - განაცხადა ხისტანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები