1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1739 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

 იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 333 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 26 977 შეადგინა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 739 ადამიანი დაავადდა.

აღსანიშნავია, რომ 10 მარტის შემდეგ ქვეყანაში დღიური ინფიცირების ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 000-ს აღწევს. აქედან 66 624 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ამჟამად მკურნალობას გადის 105 813 პირი. მათგან 2 000-მდე პაციენტის, ანუ 2%-ის მდგომარეობა მძიმეა.

იტალია, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი - მეორეზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები