1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იაპონიის მთავრობა სექს მუშაკებს ფინანსურად დაეხმარება

იაპონიის მთავრობა სექს მუშაკებს ფინანსურად დეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. 

ანონიმურად ჩაწერილი სექს მუშაკები ამბობენ, რომ თუკი ადრე დღეში სამი ან ოთხი კლიენტი მაინც ჰყავდათ, დღეს საერთოდ უმუშევრად არიან დარჩენილი, ვინაიდან ყველა არიდებს თავს უცხო ადამიანებთან კონტაქტს და სახლში არიან ჩაკეტილები. დანაზოგისა და ფინანსური შემოსავლის გარეშე დარჩენილებს კი თავის გატანა უჭირთ და შიმშილის ზღვარზე არიან.

სექს მუშაკები ამბობენ, რომ ფინანსური დახმარების მიმღებთათვის განაცხადის შევსება დაწყებულია, თუმცა ამისთვის მათ გარკვეული  მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ.

კერძოდ, მათი შემოსავალი ოფიციალურად უნდა იყოს დადასტურებული და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძირითადად ნაღდ ფულს იღებდნენ, აღნიშნულის დადასტურება ვერ მოხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები