მსოფლიო
რას ყვება ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის მეუღლე
2020-04-21 00:07:14
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, უმისამართო გასროლის შედეგად ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის მეუღლე:
„არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. თბილისიდან 300 კილომეტრით მოშორებული ვარ კორონას გამო, ჩაკეტილი ვარ სოფელში. არაფერი არ ვიცი დეტალები. არც დამკავშირებია სანამ დააკავებდნენ და არ ვიცი არაფერი რა მოხდა”, – აცხადებს დაკავებული პოლიციელის ცოლი.
შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. დააკავეს.
კომენტარები