კრიმინალი
ვინ არის პოლიციელი, რომელიც გუშინ დათვრა, აივანზე გაისროლა და სახლში მყოფი ქალი მოკლა
2020-04-20 15:15:52
"სომონ გაბრიაძე - ეს არის ის პოლიციელი, რომელიც გუშინ დათვრა, აივანზე გავიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მომდევნო კორპუსში, სახლში მყოფი ქალი, თამარ ანთელავა მოკლა"- ამის შესახებ პრესა.ჯის დირექტორი, გიორგი კაპანაძე წერს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის უმისამართო გასროლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი ემსხვერპლა, ნასვამ მდგომარეობაში იყო.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
კომენტარები