2 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის პოლიციელი, რომელიც გუშინ დათვრა, აივანზე გაისროლა და სახლში მყოფი ქალი მოკლა

"სომონ გაბრიაძე - ეს არის ის პოლიციელი, რომელიც გუშინ დათვრა, აივანზე გავიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მომდევნო კორპუსში, სახლში მყოფი ქალი, თამარ ანთელავა მოკლა"- ამის შესახებ პრესა.ჯის დირექტორი, გიორგი კაპანაძე წერს. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის უმისამართო გასროლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი ემსხვერპლა, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები