კრიმინალი
ნიკა მელიას ინფორმაციით, ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალბატონი შსს-ს თანამშრომელთა გასროლამ იმსხვერპლა
2020-04-20 11:56:10
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ მკვლელობას ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ გასროლა შსს თანამშრომლებმა მოახდინეს.
„კომენდანტის საათია. ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან და მერე რა ხდება?
"როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს! კლავს მოხუცი დედის თვალწინ! ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“, - წერს მელია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის ქალი მოკლეს.
კომენტარები