მსოფლიო
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი?
2020-04-18 23:26:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში" 21:50 საათზე გარდაიცვალა.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი
მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები - ეს არის შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ასევე აღენიშნებოდა აბსესები", - განაცხადა „მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ.
კომენტარები