1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკვე მეორე დღეა ჩინეთში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

  უკვე მეორე დღეა ჩინეთში ადგილობრივი გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ქვეყანაში იმატა კორონავირუსის იმპორტირებულმა შემთხვევებმა და ერთი დღე-ღამის მანძილზე რეკორდული რიცხვი 39 შეადგინა.

  ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, 39-დან 14 იმპორტირებული შემთხვევა გუანდონგში, რვა შანხაიში და ექვსი პეკინში დაფიქირდა. დანარჩენ შემთხვევებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების სულ 80 967 შემთხვევაა გამოვლენილი. 71 150 ადამიანი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. დაღუპულთა რაოდენობამ ქვეყანაში 6 569 მიაღწია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები