1 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანმოს დირექტორი: „კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა“

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

„ჩვენ ამას „სოლიდარობის გამოცდას“ ვუწოდებთ, რომელიც გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს, რომ გადატვირთულმა საავადმყოფოებმაც კი მიიღონ მონაწილეობა. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაადასტურა, რომ ისინი შეუერთდებიან „სოლიდარობის გამოცდას“ – არგენტინა, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, ირანი, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვეიცარია და ტაილანდი – და მე მჯერა, რომ კიდევ ბევრი იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ მოუწოდებს ქვეყნებს განახორციელონ ყოვლისმომცველი მიდგომა, რომ შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება. ეს მიდგომა ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას და ყიდულობს დროს, ვაქცინის შემუშავებისთვის და მკურნალობისთვის. ეს კორონავირუსი წარმოადგენს უპრეცედენტო საფრთხეს. მაგრამ ეს არის ასევე უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები