1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"Эхо Москвы ": რუსეთში კორონავირუსით 1600 ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობა 130 ათასს აჭარბებს

რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს.

სინამდვილეშ დაინფიცირებულითა რაოდენობა 130 ათასს აჭარბებს,  გარდაცვლილია 1600 ადამიანი, ქვეყნის მთავრობა კი ამ ინფორმაციას მალავს - ეს ხმაურიანი განცხადება რუსმა პოლიტოლოგმა, ვალერი სოლოვეიმ  გადაცემა "ეხო მასკვისთან" გააკეთა. 

სალავეის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და უახლოეს დღეებში, კომენდანტის საათის შემოღებაც იგეგმება 

"საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებულია, თუმცა კვირის ბოლოს უკვე კომენდანტის საათსაც შემოიღებენ.  ეს ღონისძიებები  არ ატარებს ეპიდემიის გავრცელების თავდაცვით ხასიათს,  ამას უფრო პოლიტიკური სარჩული აქვს. ის რომ კორონავირუსის ეპიდემია მოსკოვს არ შეხებია, არის მტკნარი სიცრუე .. იანვრის შემდეგ, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1600 ადამიანს აღემატება. 

ინფორმაციამ შიდა წრეებიდან გაჟონა,  რადგან ყველა ჩინოვნიკი ზნედაცემული  არ არის.. ისინი აცნობიერებენ თუ რა დიდ  პრობლემასთან გვაქვს საქმე .. დაინფიცირებულთა რაოდენობა 130 ათას ადამიანს აჭარბებს და ეს რიცხვი დაახლოებით 10 დღეში 2 მილიონი გახდება. 

გაინტერესებთ, როგორ მალავენ გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას? ძალიან მარტივად.. მიზეზი იწერება არა პნევმონია, არამედ სულ სხვა დაავადება და შესაბამისად, ეს ადამიანები ვირუსით გარდაცვლილებში ვერ ჩაითვლებიან.

რატომ იქცევიან ასე? იმიტომ რომ მსოფლიოს აჩვენონ სურათი, თითქოს ქვეყნის მართვის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზეა და ვირუსმაც,  რუსეთის  გვერდის ავლით ჩაიარა.." - აცხადებს პოლიტოლოგი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები