მსოფლიო
ჩინეთში კორონავირუსის კარანტინისთვის განკუთვნილი სასტუმრო ჩამოინგრა
2020-03-07 20:14:18
ჩინეთში კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი - 3 400-ს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 57 000-ს შეადგენს. სულ კორონავირუსი 97 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის საქართველოში, სადაც 12 დადასტურებული შემთხვევაა.
კომენტარები