მსოფლიო
კირკ დუგლასმა შვილები ქონების გარეშე დატოვა - მსახიობმა 80 მილიონი დოლარი საქველმოქმედო ფონდს გადასცა
2020-02-24 17:59:57
კირკ დუგლასმა მთელი ქონება საქველოქმედო ორგანიზაციებს დაუტოვა. ამერიკელმა მსახიობმა თითქმის 80 მილიონი დოლარი საქველმოქმედო ფონდს გადასცა, რომელიც დუგლასის სახელობის თეატრს და ბავშვთა საავადმყოფოს მოხმარდება.
გარდა ამისა, ქონების ნაწილი ნიუ-იორკში მდებარე წმინდა ლავრენტის სახელობის უნივერსიტეტში გადაირიცხება: თანხა ხელმოკლე სტუდენტებს მოხმარდება. ანდერძის თანახმად კირკ დუგლასმა შვილებს მაიკლ, ჯოელ და პიტერ დუგლასებს არაფერი დაუტოვა. მსახიობი 6 თებერველას 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები