მსოფლიო
ჯასტინ ტრიუდო: "მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ თვითმფრინავი ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული”
2020-01-10 11:13:12
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, მათ აქვთ დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც კანადის 63 მოქალაქე იმყოფებოდა, ირანული რაკეტით შემთხვევით ჩამოაგდეს.
ამერიკული მხარის მიერ კანადისთვის დაზვერვის მონაცემების გადაცემების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიბისი“ იუწყებოდა.
„ჩვენ გადმოგვცეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ინციდენტთან დაკავშირებით. სხვადასხვა წყაროსგან ვფლობთ დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ თვითმფრინავი ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული”, – განაცხადა ტრიუდომ. თუმცა, მისი თქმით, ეს გამიზნულად არ მომხდარა.
კომენტარები