1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"ავტომობილის მფლობელი აფთიაქში შევიდა, გამოსულს კი მანქანა ადგილზე აღარ დახვდა" - ქურდობა თბილისში

ორთაჭალაში მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა TOYOTA-ს მარკის ავტომობილი ქურდობის ადგილიდან ახლოს 200 მეტრში მიტოვებული იპოვეს.

ტელეკომპანია მთავართან საუბარში თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილის მფლობელი აფთიაქში შევიდა, გამოსულს კი მანქანა ადგილზე აღარ დახვდა

უწყების განცხადებით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა. პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ავტომობილის ქურდობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ტელეკომპანია მთავართან საუბარში თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილის მფლობელი აფთიაქში შევიდა, გამოსულს კი მანქანა ადგილზე აღარ დახვდა.    

კომენტარები

მსგავსი სიახლეები