1 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შსს-მ ვაკეში ქურდობის ოთხ ფაქტთან დაკავშირებით სამი არასრულწლოვანი დააკავა

პოლიციამ ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ჯი პი სი"-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი "ბავარიული გრილი", ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია " time 2 travel"-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები