1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მგზავრი კონტროლიორს ურტყავდა მუშტებს და წიხლებს, მამის ტოლ კაცს, რომელიც მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა!"

ფეისბუქის ჯგუფში "არა მონობას" ყვითელ ავტობუსში მომხდარ ძალადობის ფაქტზე წერენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნახევარი საათის წინ 72 ნომერი ავტობუსით ვგზავრობდი.
ასვლისთანავე შევამჩნიე შუახნის მამაკაცი კონტროლიორი, რომელიც უკან მჯდომ სამ ახალგაზრდა კაცს სთხოვდა ბილეთები აეღოთ.ბიჭები ტელეფონში იყვნენ თავჩარგულები და ზედაც არ უყურებდნენ.რამდენჯერმე მიმართა კონტროლიორმა ჩადით თორე თითო უბილეთო მგზავრზე ხელფასიდან 100 ლარს ჩამომაჭრიანო ( ვინც 72 ნომრით მგზავრობთ გეცოდინებათ რომ მეტროს გაჩერებასთან ყოველთვის ამოდის მონიტორინგი და ამოწმებს კონტროლიორს.)ბიჭებმა ისევ არ გააკეთეს რეაგირება.მეორე გაჩერებასთან კონტროლიორმა მძღოლს ავტობუსი გააჩერებინა და ბიჭებს ჩასვლა მოსთხოვა.5 წუთი ისე გავიდა ჩასვლას არ აპირებდნენ.მგზავრები აყვირდნენ გვეჩქარებაო.ხან მძღოლს დაეტაკნენ ხან კონტროლიორს.ეს უკანასკნელი იდგა და ცდილობდა აეხსნა ხალხისთვის რომ სამას ლარიან ჯარიმას დააკირსებდნენ ხელფასიდან.ბოლოს უბილეთო მგზავრებიდან ორი ადგა და გინებით ჩავიდა,ერთმა კი მგზავრებს მუჯლუგუნი გვკრა წინა კარში გადახტა და კონტროლიორის სცემა.ურტყავდა მუშტებს და წიხლებს მამის ტოლ კაცს რომელიც მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა! თითქოს ის იყო დამნაშავე მას რომ ფული არ ჰქონდა!

ქვემოდან კი დარჩენილი ორი უბილეთო ცდილობდა კონტროლიორის ძირს ჩაგდებას.აგინებდნენ და სცემდნენ საწყალ კაცს.მგზავრებმა როგორც იქნა გაათავისუფლეს და კარი დაიხურა.ჩვენც დავიძარით.ზოგი ისევ კონტროლიორს ამართლებდა ზოგიც კი ამტყუნებდა!

ვინაიდან ამ კომპანიის ხელმძღვანელობა ჩვენს გვერდს ადევნებს თვალს თქვენთან მაქვს კითხვა! რით იცავთ საკუთარ თანამშრომლებს ცემა ტყეპისგან? რატომ აჭრით მათ ხელფასიდან თითო უბილეთო მგზავრზე 100 ლარს! მიპასუხეთ რა ქნას თქვენმა ნაცემმა თანამშომელმა რომელიც ამ წუთასაც იმ ავტობუსში ზის ნამუსახდილი და შეურაცხყოფილი და არ აქვს გარანტია რომ ხვალ ისევ არ სცემს ვიღაც! ცალკე პრობლემაა ქვეყნისთვის ის რომ 30 წლის კაცს 50 თეათრი არ აქვს ჯიბეში და არც შეგნება რომ ამის გამო სხვა არ აზარალოს,და ცალკე ის პრობლემა რომ სატრანსპორტო კომპანია არ იცავს თანამშრომლების უსაფრთხოებას და სხვისი უბილეთობის გამო 100 ლარით აჯარიმებს! იქნებ ვინმემ მიპასუხოს რა უნდა გააკეთოს კონტროლიორმა ასეთ დროს? თავი აცემინოს გაუბედურებულ ხალხს თუ საკუთარი ხელფასიდან 100 ლარი გაიღოს თითო უბილეთო მგზავრზე? ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ დანაშაული თქვენ მიგიძღვით ადამიანებს რომ აიძულებთ ცემა ტყეპა ითმინონ ორი კაპიკის სანაცვლოდ!
ეს უნდა დასრულდეს!
#არამონობას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები