სოც. მედია
ნიკა გვარამია - რ2-ში პრეზენტაციას საჯაროდ აპირებენ, წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო
2019-08-16 14:35:56
რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებით, რ2-ში აპირებენ, რომ საჯარო პრეზენტაცია გააკეთონ და გაასაჯაროვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო წლების განმავლობაში.
"სრულიად სერიოზულად, რ2-ში პრეზენტაციას აპირებენ წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო. ჯერ შიგნით მერე საჯაროდ.
პირად ინფორმაციას და კანონს და კონსტიტუციას რო დაარღვევენ ჯერ შიგნით, მერე საჯაროდ, ერთი საკითხი.
პრეზენტატოტ სალიაზე გულისამრევი ისაა, ვინც მაგას უყურებს და დაესწრება და უყურებს. ბარემ საძინებლებში დაესწარით თანამშრომლების სექსს.
და მესამე, ვიზეც ეგაა გათვლილი, მაგის პრეზენტაცია არ ჭირდება - ისედაც ავადაა და დადის და ითვლის სხვების ფულს. ეგ ავადმყოფობა ვისაც აქვს, ისედაც არ მჭირდება ახალ ტვში, თქვენთვის დაიტოვეთ.
ps ეს სალია ბოლოს რ2ის შენობაზე მიანათებს და ჩვენებას მოაწყობს, რომ მაშანტაჟებდნენ, იმ კადრების, და არ გამოვრიცხავ, ზოგი დაესწროს და უყუროს,"- წერს ნიკა გვარამია.
კომენტარები