კრიმინალი
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
2019-08-14 11:02:26
ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა. შემთხვევა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას - 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს - 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.
დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები