1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე - "პოლიტიკაში არ ვერევი", ნიშნავს იმას რომ სხვა გვეუბნება რა ჩავიცვათ, რა წავიკითხოთ, როგორ გავერთოთ, რა შეიძლება და რა - არა

ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე:

"პოლიტიკაში არ ვერევი", "მე საერთოდ აპოლიტიკური ვარ" და "პოლიტიკა არ მაინტერესებს" მეგობრებო... 

ეს იმას ნიშნავს რომ სხვას ვაძლევთ უფლებას იფიქროს და გადაწყვიტოს ჩვენს ნაცვლად. 
ეს ისაა, როცა უცხო ადამიანი ამკვიდრებს წესებს, როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. 
სხვა წყვეტს ჩვენს აწმყოსა და მომავალს. 

სხვა გვეუბნება რა ჩავიცვათ, რა წავიკითხოთ, როგორ გავერთოთ, რა შეიძლება და რა - არა. 
სხვა გვიდგენს კლიშეს და გვიწესებს გადასახადებს.

ძვირფასო აპოლიტიკურებო, პოლიტიკაში რომ არ ერევით, ზუსტად ესაა მათი პოლიტიკა, რადგან ისინი სარგებლობენ ჩვენი ხმით, 
ჩვენი ცხოვრებით, 
ჩვენი მისწრაფებებით...

როცა თქვენ არ ერევით პოლიტიკაში, ოლიგარქები ერევიან თქვენს ცხოვრებაში, გვიმრუდებენ მომავალს და გვაკარგინებენ პერსპექტივას...

ისინი გვიგეგმავენ როგორები ვიყოთ, 
ისინი გვეუბნებიან რომ თვალების ამოთხრა მოსულა - გვაღარიბებენ და გვმართავენ...

აპოლიტიკურობა საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებაზე უარის თქმაა, 
აპოლიტიკურობა საკუთარი ქვეყნის ავ-კარგიანობის დაკიდებაა.

ამიტომ, პოლიტიკაში ჩარევა, რომელიც სულაც არ ნიშნავს პარტიულობას, საჭირო და აუცილებელია. 

უნდა ჩავერიოთ; 
უნდა გამოვხატოთ;
უნდა გავაპროტესტოთ...
ეს ჩვენი ვალდებულებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები