მსოფლიო
რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს
2019-07-05 13:35:39
ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო პორტალი იუწყება, აქციას კოორდინირებას მოსკოვის მერია უწევს და აღნიშნულს შსს-შიც ადასტურებენ.
დემონსტრანტები ამერიკის ელჩს და მთავრობას რუსული ავტომწარმოებელი კომპანიის GAZ -ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებენ.
აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ჯონ ხანტსმანი აცხადებს, რომ მომიტინგეებს აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ და ეს არის ამერიკელების ერთ-ერთი და მთავრი ღირებულებაც.
აქცია აშშ-ის საელჩოსთან უკვე მეორედ ტარდება. კომპანია GAZ -ის თანამშრომლების პირველი აქცია 10 ივნისს გაიმართა და მოთხოვნები მაშინაც იგივე იყო.
აღსანიშნავია, რომ "Financial Times"-ის ჟურნალისტი ჯერ კიდევ აპრილის თვეში ესაუბრა კომპანია GAZ -ის თანამშრომლებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი აღნიშნულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას არ აკისრებდნენ, ზოგიერთი თანამშრომელი იმასაც კი ეჭვობდა, რომ აშშ-ს აქვს მიზნად, რომ რუსული ავტომწარმოებელი კომპანიები შეასუსტოს და ბაზრიდან საერთოდ გააქროს
კომენტარები