სოც. მედია
ნიკა გვარამია - ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა დაიშვნენ, კატეგორიულად აღარ!
2019-06-27 10:32:58
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ვინმე მოყვარე და გულშემატკივარი თუ ხართ ბიძინა ივანიშვილის, ძალიან შეეცადეთ გააგებინოთ, რომ უზურპატორები კარგად არ ამთავრებენ. მით უფრო, რუსული ელფერის უზურპატორი საქართველოში.
შეეცადეთ აუხსნათ, რომ მისი სახის შენარჩუნების ერთადერთი გზა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემაა. ყველა სხვა გზა წაიყვანს კატასტროფისკენ პირადად მასაც და საქართველოსაც.
ეყოფა ქვეყნით გართობა. წავიდეს მისთვისაც და ქვეყნისთვისაც უმტკივნეულოდ, ნებისმიერი, მისთვის სასურველი პირობებით, გარდა ერთისა - ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა დაიშვნენ. კატეგორიულად აღარ.
ჩემი გადასაწყვეტი არაა ეს ყველაფერი, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი ეს შვიდწლიანი ოლიგარქიული დიქტატურა და ჯოჯოხეთი თუ ასე დამთავრდებოდა.
ყველა შემთხვევაში: უზურპატორი უნდა წავიდეს!
კომენტარები