კრიმინალი
მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
2019-06-05 18:13:10
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ, 6 ივნისს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც ცნობილია პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.
კომენტარები