1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამძიმრებს და გამხნევებას არ მივიღებ – გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტს ავრცელებს

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

მანამდე, კეკელიძემ გარდაცვლილი ჟურნალისტის, ნინი ჯაფარიძის შესახებ დაწერა.

„მომავალ 23 აპრილს აუცილებლად გავცემთ ნინის სახელობის სტიპენდიას ერთ გამორჩეულ მკითხველზე და ასე იქნება ყოველ წელს, რომ მისი სახელი მაინც შემორჩეს და მისმა შვილმა, დედის გაცნობა რომ ვერ მოასწრო, ასე მაინც იამაყოს”, – დაწერა კეკელიძემ.

მოგვიანებით კი, საკუთარი თავის ემოციური განწყობა გამოხატა.

ხანდახან ძალიან, ძალიან მინდება ისევ ის გიორგი ვიყო, რომელიც თავზე საბანს იფარებდა, ფეხს დედის შემოდებულ „გრელკას” აჩვევდა და ამ გიორგიდ ყოფნაზე ოცნებობდა, ახლა რომ არის – ბევრ ხალხზე ირგვლივ, ცნობილობაზე, წარმატებაზე. ისევ ის გიორგი მინდება ვიყო და ეს ოცნება გადავიფიქრო. არც მანერული "ყველაფერი მომბეზრდაა” ეს და არც ვითომ რომანტიკული „ქოხი მინდა ზღვის პირას”. ნაღდი ამბავია, სხვანაირად დაღლის ამბავი და ადრე თუ გვიან დავნებებდი ამ დაღლას.

ფიქრების ასე საჯაროდ გამოტანა, ცხადი ნიშანია – ისევ ძველი საქმის ტყვე ვარ, მაგრამ ამ პატიმრობის ვადა რომ მცირდება, ესეც ცხადია. და „დანებება” უბრალოდ ახალ მდინარეში გადასვლას ნიშნავს, უფრო მშვიდში და სამძიმრებს და გამხნევებას არ მივიღებ. მით უფრო, ზეგინდელ ამბავზე”, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები