კრიმინალი
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე 29 წლის გოგო მოკლეს
2019-05-16 11:17:17
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის ახალგაზრდა ქალია. მისი ცხედარი ქალაქ კალითეაში, საკუთარი სახლის საძინებელში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს ძალადობის კვალი აღენშნება. მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ჰყავს თუ არა პოლიციას ეჭვმიტანილი - გამოძიების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. გამოძიების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდის ცხედარს საქართველოში გამოასვენებენ. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კომენტარები