1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პრეზიდენტის სასახლეს სახელი გადაარქვეს

აბდუშელიშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე პრეზიდენტის სასახლეს სახელი გადაარქვეს. ირკვევა, რომ ავლაბრის რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ჰქვია და დღეს ის სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველად გაიღება.

ზურაბიშვილი 9 აპრილთან დაკავშირებულ მიღებას სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში გამართავს.

პრეზიდენტი დღევანდელ შეხვედრაზე ელოდება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას შეხვედრა საკმაოდ მცირე ჯგუფთან მოუწევს.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრების უმრავლესობამ პროტესტი პრეზიდენტს უკვე გამოუცხადა და ისინი შეხვედრაზე არ მივლენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები