1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის სამი მოქალაქე ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დააკავეს

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის 3 მოქალაქე თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 2 კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება და ასევე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. 

გამოძიების მიხედვით, დაკავებულები ნარკორეალიზატორთა ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომელებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

„ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“ -ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები