მსოფლიო
“გათიშვამდე უთქვამს, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე ძალითო” – როგორია ლალი ბადურაშვილის მდგომარეობა
2019-03-29 00:58:45
მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც შვილის დაკრძალვის დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მოათავსეს, ცოტა ხნის წინ გონს მოვიდა. ამის შესახებ მსახიობის ახლობლებმა განაცხადეს.
“შვილის დაკრძალვაზე გონება დაკარგა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, აქვს ორივე ფილტვის ანთება და შესაბამისად, ჰაერის უკმარისობა. გათიშვამდე უთქვამს, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე ძალით, ცხოველი ვყოფილვარო” – განმარტეს მსახიობის ახლობლებმა.
ნინი ბადურაშვილის მამა, 57 წლის კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ერეკლე ბადურაშვილი ორშაბათს, თირკმელების მძიმე შეტევით გარდაიცვალა.
წყარო: ამბები.ჯი
კომენტარები