მსოფლიო
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს
2019-03-26 10:39:07
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისთვის, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
კომენტარები