კრიმინალი
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მარკეტის პერსონალს და დაცვის თანამშრომელს - თავდასხმა ზუგდიდში, ნიკორას მაღაზიაზე
2019-03-06 19:25:46
ჩამოტვირთვა
პოლიციამ ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა.დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ვ.ც., 1985 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ვ.ჭ. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, კომპანია "ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილ ერთ-ერთ მარკეტში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე მარკეტის პერსონალს და დაცვის თანამშრომელს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაიმტვრა სხვადასხვა სახის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით სავსე ბოთლები.
სამივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კომენტარები