0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

მარსზე გაფრენა 500 000 აშშ დოლარად ! - ილონ მასკი ისევ ახმაურდა

კომპანია SpaceX-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასოდ იქნება შესაძლებელი.

 ვარსკვლავური ხომალდი, რომლის ბორტზეც 100 მგზავრი დაეტევა, მზის სისტემაში სისტემატურად იმოგზაურებს.

 SpaceX მარსზე მისიის გაგზავნას 2020 წელს გეგმავს. მასკის ვარსკვლავური ხომალდის პროტოტიპი შესაძლოა, სულ მალე გამოჩნდეს

„დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მარსზე გაფრენა 500 000 დოლარი ან 100 000 დოლარიც კი ეღირება. ბილეთი უნდა ღირდეს იმდენი, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სახლის გაყიდვა და მარსზე გადაბარგება შეძლონ“, – დაწერა მასკმა „ტვიტერში“.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები