კრიმინალი
ბათუმში, ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს და სახლი გაუქურდეს
2019-02-13 17:17:43
ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძარცვა მოხდა. მძარცველი მოხუცი ქალის სახლში შეიჭრა, ქალბატონი სკამზე წებოვანი ლენტით დააბა, შემდეგ კი სახლი გაქურდა. წინასწარი ინფორმაციით წაღებულია ოქროს სამკაულები.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქალს პირზეც ჰქონდა აკრული წებოვანი ლენტი, რომელიც მეზობლებმა ექიმების მისვლამდე მოხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის (ძარცვა) შესაბამისად. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
კომენტარები