სოც. მედია
„ერის ფსიქოლოგია სასწაულად გისწავლია - იცოდი, რითი აალაპარაკებდი სრულიად ერს...“ - მამა პეტრე ხატია წერეთლის სკანდალურ კლიპზე
2019-02-12 14:22:50
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ხატია წერეთლის ახალ, სკანდალურ კლიპს გამოეხმაურა:
„ძალიან არ მინდა ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ უთქმელობაც მკლავს. ვინმე ხატია წერეთელი, რომლის ღია ჩანაწერებით აჭრელდა სოციალური ქსელი, აღმოჩნდა, რომ არავის მოსწონს... ამის მიუხედავად კი, ყველა მასზე საუბრობს ყველა ბრუნვაში... სიმღერის რა გითხრა, მაგრამ ერის ფსიქოლოგია სასწაულად გისწავლია. იცოდი, რითი აალაპარაკებდი სრულიად ერს... რაღა დაგიმალო, გამოგივიდა“.
კომენტარები