1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორში 14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

ჩამოტვირთვა

გორში 14 წლის შვილის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვა ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. 

"1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა.

ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები