კრიმინალი
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
2019-02-04 13:23:19
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დაპირისპირება თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის შესვენებისას მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. სკოლაში გამომძიებელიც იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული.
კომენტარები